ევროკომისიის კითხვარის პირველ ნაწილზე მუშაობა დასრულდა

29.04.2022 05:30

369 შეკითხვაზე პასუხები გაცემულია. ბრიუსელიდან მიღებული მთავარი კითხვარი შეივსო. ახლა ბოლო ეტაპი, ანუ კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობა იწყება. 33 თავი, 2 300-მდე კითხვა - საქართველოს 13 მაისამდე აქვს ვადა იმისთვის, რომ საკმაოდ მოცულობითი დოკუმენტი შეავსოს, რის შემდეგაც პასუხების ბრიუსელში გაგზავნის. ევროკომისიის შეფასების და შესაბამისი რეკომენდაციის გაცემის დრო დგება - იმსახურებს თუ არა ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. კითხვარის მეორე ნაწილი ძირითადად სექტორულ მიმართულებებს მოიცავს და იმის გარკვევას ისახავს მიზნად, თუ რამდენად შეესაბამება კონკრეტულ დარგებში ქართული კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას. მოლოდინი ოპტიმისტურია. ოფიციალურ თბილისს იმედი აქვს, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია და ევროპული საბჭოს პოლიტიკური გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნად აქცევს. ოპონენტების არაერთი მოწოდების მიუხედავად, სახელმწიფო უწყებების მიერ გაცემული პასუხები საჯარო არ იქნება.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

საქართველომ ევროკომისიისგან მიღებული კითხვარის პირველ ნაწილზე მუშაობა დაასრულა
01:09

საქართველომ ევროკომისიისგან მიღებული კითხვარის პირველ ნაწილზ...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

ევროკომისიის ანგარიში - პოლიტიკური შეფასებები
08:04

ევროკომისიის ანგარიში - პოლიტიკური შეფასებები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ევროკავშირის კითხვარი
01:56

ევროკავშირის კითხვარი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საქართველომ ევროკავშირს კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა
03:10

საქართველომ ევროკავშირს კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საქართველომ ევროკავშირს კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა
03:35

საქართველომ ევროკავშირს კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ჰარცელს ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილი გადასცა
01:17

ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ჰარცელს ევროკავშირის კითხვარის მეორ...

MULTIMEDIA GE

ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის შევსებული პირველი ნაწილი გადასცა
00:43

ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის შევს...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

საქართველომ ევროკავშირს კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა
07:27

საქართველომ ევროკავშირს კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო