ქართული ჯანდაცვის სისტემის რესურსი ამოუწურავი არ არის - გიორგი გახარია

11/12/2020
Trialeti TV-ის მიერ

ეწვიეთ ტელეკომპანია ,,თრიალეთის\" ოფიციალურ საიტს
http://trialeti.ge
დიალოგს რა თქმა უნდა, ალტერნატივა არ აქვს, ესაა თითოეული პოლიტიკური ძალის პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა. პრემიერმა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარება შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობის დავალებაა, რაც შეიძლება სწრაფად იპოვონ გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან.

პრემიერ მინისტრმა ქვეყანაში შექმნილ ეპიდსიტუაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართული ჯანდაცვის სისტემის რესურსი ამოუწურავი არ არის, ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ჯანდაცვის სისტემის მომსახურება იმ ადამიანებს მოხმარდეს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება.

საუბრის დასასრულს, მთავრობის მეთაური საფეხბურთო მატჩს გამოეხმაურა და ქართველ ფეხბურთელებს წარმატება უსურვა.

ვიდეოები „Trialeti TV"-ისგან