პრემიერ-მინისტრის წერილი ევროკომისიის პრეზიდენტს

18.07.2022 09:26

პრემიერი ევროკომისიას ევროპარლამენტის მწვავე რეზოლუციის მძიმე ჩანაწერებზე პოზიციის დაფიქსირებას სთხოვს. ირაკლი ღარიბაშვილის კიდევ ერთი ვრცელი წერილის მთავარი ადრესატი ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენია, მიმართვის ძირითადი მიზეზი კი 9 ივნისის რეზოლუციის ის მძიმე ჩანაწერებია, რომლებიც საქართველოში ოლიგარქიულ მმართველობას, ბიძინა ივანიშვილის ნეგატიურ როლს, კრემლთან კავშირებს და დეოლიგარქიზაციას ეხება. ყველა ამ ჩანაწერს მთავრობის მეთაური ქვეყნის მმართველობითი სისტემის დისკრედიტაციად და პოლარიზაციის გაღრმავების ხელშემწყობ ყალბ ბრალდებებად მიიჩნევს და ითხოვს, რომ ევროკომისია დეოლიგარქიზაციის პერსონიფიცირებას გაემიჯნოს. პრემიერ-მინისტრის ტონი საკმაოდ მკაცრია. ევროკომისიის პრეზიდენტს მთავრობის ხელმძღვანელი წინა კვირას გამოქვეყნებულ იმ წერილსაც ახსენებს, რომელიც პოლიტიკიდან ივანიშვილის სრულად დისტანცირების და ხელისუფლების მხრიდან გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების მტკიცებას ეხებოდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: