პრემიერ მინისტრის წერილი პედრო სანჩესს


ირაკლი ღარიბაშვილი წერილს ესპანეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრს უგზავნის. მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი მადლიერება გრანადაში ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის III სამიტის მასპინძლობისთვის, რომელმაც ყველას მოგვცა დროული შესაძლებლობა, განგვეხილა ევროპისთვის აქტუალური საკითხები. უდავოა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას თან ახლავს გრძელვადიანი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები. ნება მომეცით, დაგარწმუნოთ, რომ არ ვეძებთ მოკლე გზებს. ჩემი მთავრობა სრულად მობილიზებული რჩება და მტკიცედ აქვს განზრახული, გააგრძელოს და დააჩქაროს აუცილებელი რეფორმების განხორციელება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

2012 წლიდან საქართველომ ძლიერი ერთგულება აჩვენა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოდ გახდომისთვის. ვკითხულობთ წერილში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ 2022 წლის ივნისის შემდეგ საქართველომ გამოავლინა უძლიერესი ნება 12 პრიორიტეტის შესრულებასთან მიმართებით, რომელიც გათვალისწინებულია ევროკომისიის დასკვნაში, რაც ევროკავშირში საქართველოს წევრობის განაცხადს მოჰყვა პასუხად.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან