ომის ოცდამეოთხე დღე უკრაინაში
უკრაინის არმიასა და რუსეთის საოკუპაციო ძალებს შორის ახლა ინტენსიური ბრძოლა მარიუპოლის ცენტრში მიმდინარეობს. ქალაქიდან 5 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა. პარალელურად, დაიბომბა ხერსონი და რუსულმა მხარემ იერიში ნიკოლაევზე მიიტანა, სადაც 45-მდე ადამიანია დაღუპული. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ქალაქ ჩერნობაევკაში უკრაინელმა სამხედროებმა რუსი გენერალ-ლეიტენანტი ანდრეი მორდვიჩევი მოკლეს. ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნიკოლაევსა და სუმში უკრაინის შეიარაღებული ძალები ოკუპანტების წინააღმდეგ წინ მიიწევენ და მათ ქალაქების ოკუპაციის საშუალებას არ აძლევენ. კიევის ჩრდილოეთ ნაწილში კი უკრაინის ჯარმა რუსული კოლონა გაანადგურა. შექმნილი ვითარების ფონზე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტს სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. „უკრაინისთვის მნიშვნელოვანი სამშვიდობო და უსაფრთხოების მოლაპარაკებები - რუსეთისთვის ერთადერთი შანსია, თავისივე შეცდომებით გამოწვეული ზიანი შეამსუბუქოს", – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყანაში სხვადასხვა საქონლის შეტანის გასამარტივებლად საბაჟო გადასახადი გააუქმა. ასევე, იმ ადამიანებს, ვინც ომის დროს სახლი და სამუშაო ადგილი დაკარგა, ფინანსური დახმარება და საცხოვრებელი ფართი გამოეყოფა; ხოლო ისინი, ვინც დევნილები შეიფარეს, კომუნალურ გადასახადებს არ გადაიხდიან. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ომის ოცდამეოთხე დღე უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომის ოცდამეოთხე დღე უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომის ოცდამეოთხე დღე უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომის ოცდამეოთხე დღე
TV IMEDI
ომის ოცდამეოთხე დღე
TV IMEDI
ომის პარტიის გეგმა საქართველოს წინააღმდეგ და ნაც.მოძრაობის მ...
POSTV - ანალიტიკა
ომის 568-ე დღე უკრაინაში
Formula News
ომის შვილები - აგვისტოს ომის შედეგად საქართველოს 30 000 მდე...
TV IMEDI