სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა - გამოხმაურებები
„ლელო საქართველოსთვის“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე პროკურატურის ინფორმაციას ეხმაურება, სადაც აღნიშნულია, რომ სასამართლო ექსპერტიზის დასკვნით, მამუკა ხაზარაძის წერილზე არსებული თითის ანაბეჭდები არ ეკუთვნის გიორგი გახარიას. ბადრი ჯაფარიძის კომენტარს „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ჯაფარიძე პროკურატურას არაკომპეტენტურობასა და გიორგი გახარიას „გათეთრების უბადრუკ მცდელობაში” ადანაშაულებს. შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ინფორმაციით, უწყებამ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ განხორციელებული შესაძლო იძულების ფაქტზე დანიშნული დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა მიიღო. წერილის დედანი, რომელზეც ხაზარაძე მიუთითებდა, საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოგვიანებით, 2019 წლის 21 ოქტომბერს, ბრიტანული კერძო კომპანიის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის მასალებთან ერთად გადაეცა. უწყების ცნობით, სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსა და ბრიტანული კერძო კომპანიის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგების შედარება მოხდა, რაც სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან. ცოტა ხნის წინ, პროკურატურის განცხადებაზე მცირე კომენტარი გააკეთა პრემიერმა. ის ე.წ. მუქარის წერილის იმ ნაწილს გამოეხმაურა, რომლითაც მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მტკიცებით, სხვა მოთხოვნებთან ერთად, წერილში გიორგი გახარია ხაზარაძეს ტელეკომპანია „არტარეას“ ობიექტურობის მაღალ ხარისხს ითხოვდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა - გამოხმაურებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გამოხმაურებები შაქარაშვილის საქმეზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბაჩალიაშვილის გადაადგილების მარშრუტი და სასამართლო-სამედიცი...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
ბათუმის საქალაქო სასამართლომ თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ექსპერტიზის დასკვნა და შეთავაზება დაზარალებულ მობინადრეებს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster