„არტ-გენი 2013" თელავში
ქართული ფოლკლორისა და თვითშემოქმედების ყოველწლიური ფესტივალი „არტ-გენი", დღეს თელავს ეწვია. ფესტივალს წელს დასასვენებელმა პარკმა ნადიკვარმა უმასპინძლა, სადაც ხალხური რეწვისა და გამოყენებითი ხელოვნების გამოფენა-გაყიდვები მოეწყო. „არტ-გენს" საფუძველი 2004 წელს როკ-მუსიკოს ზაზა კორინთელის, იგივე ზუმბას, ინიციატივით ჩაეყარა. ფესტივალის მიზანია ქართული ხალხური შემოქმედების პოპულარიზაცია, უცნობი ნამუშევრების შეკრება და მათი საზოგადოებისთვის გაცნობა. ფესტივალი თელავში დღის ბოლომდე გაგრძელდება და მასში მონაწილეობას თელავის მუსიკალურ გუნდებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან მოწვეული მუსიკალური შემსრულებლებიც მიიღებენ. ფესტივალი წელს ქართულ პოლიფონიას და მრავალხმიანობის ტრადიციას ეძღვნება. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/1a54xIS
მსგავსი ვიდეოები
თელავში ,,არტ კლუბი" კლუბი გაიხსნა
ტელეკომპანია თანამგზავრი
„საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები“, - ხელნაწერთა ეროვნ...
Radio Atinati
სოხუმის დაცემის დღე - თელავში გმირთა მემორიალი ყვავილებით შე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ელისო ვირსალაძე/ Eliso Virsaladze - Concerto for Piano and O...
Telavi municipality
ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები თელავში
ტელეკომპანია თანამგზავრი
„მდგრადი ენერგეტიკის დღე" თელავში
ტელეკომპანია თანამგზავრი
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს თელავში განიხილავენ
Maestro Television
ანტინარკოტიკული პროექტის პრეზენტაცია თელავში
ტელეკომპანია თანამგზავრი