დღეს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში „საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის\" მიერ ორგანიზებული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრის მიზანს აღნიშნულ სფეროში მომუშავე ფერმერებსა და ვეტერინარებს შორის მჭიდრო, საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება წარმოადგენდა. ამ ეტაპზე „ჯიპა\" სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის ფარგლებში, „ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის\" პროექტს მთელი ქვეყნის მასშტაბით 4 რეგიონში: შიდა ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში ახორციელებს. სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/12mez5u
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/12mez5u