„სკოლა ქმნის გარემოს“ პროექტს კახათის N1 საჯარო სკოლა ახორციელებს.
კახათის N1 საჯარო სკოლა გერმანიის პარტნიორი სკოლაა და გოეთეს ინსტიტუტის ინიციატივით აქ ამჟამად ხორციელდება პროექტი „სკოლა ქმნის გარემოს“. პროექტი საკონკურსო ხასიათისაა და მასში ჩართულია 8 ჯგუფი 3 მოსწავლის და ხელმძღვანელი პედაგოგის მონაწილეობით.პროექტის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდობის აქტიური ჩართვა გარემოს დაცვაში, მათი დაინტერესება ეკოლოგიური პრობლემებით, მოსწავლეებს უჩნდებათ სურვილი თვითონ აღმოაჩინონ ეკოლოგიური პრობლემები და საკუთარი ძალისხმევით მოახერხონ მდგომარეობის გაუმჯობესება. კონკურსში ჩართული არიან მოსწავლეები საქართველოდან, უკრაინიდან, ყირგიზეთიდან და რუსეთიდან.გუნდებმა საინტერესო კვლევევი ჩატარეს წყლისა და ჰაერის სისუფთავეზე, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროზე, ჯანმრთელობისა და კვების საკითხებზე, ნაგავსაყრელებთან დაკავშირებულ პრობლემებზე. მათ მოახერხეს საზოგადოების, თემის ინფორმირებულობა არსებულ მდგომარეობაზე, ჩართეს ისინი დასუფთავების, ნარგავების დარგვის, მაწანწალა ძაღლების დაცვის აქციებში.საუკეთესო პროექტების ავტორები მიწვეული იქნებიან საერთაშორისო დონის ახალგაზრდულ ეკოლოგიურ კონფერენციაზე, სადაც მათ ექნებათ შეხვედრა წამყვან მეცნიერებთან.პირველ პროექტს ქვია. „არაჯანსაღი კვება, დაბინძურებული გარემო“, ჯგუფს მათემატიკის მასწავლებელი მამუკა გელენავა ხელმძღვანელობს, „სუფთა გარემოს“ ჯგუფს ფიზიკის მასწავლებელი მთვარისა წახნაკია ხელმძღვანელობს,“სუფთა გარემო ჯანსაღი ცხოვრების საწინდარია“- ხელმძღვანელობს გეოგრაფიის მასწავლებელი ლალი შენგელია.“უარი პლასტმასს“- ჯგუფს სამოქალაქო განათლების მასწავლებელი მანანა ქარდავა... http://odishi.ge
მსგავსი ვიდეოები
ბიოლოგია, VIII კლასი - რა ქმნის ორგანიზმის შინაგან თხევად გა...
პირველი არხი #ტელესკოლა
მეწარმე, ადამიანი რომელიც ქმნის კეთილდღეობას.
New Economic School - Georgia / ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველო
ჩვენება იმისა, რომ საკუთარი სივრცე ქმნის კარგ საკოორდინატო ს...
Khan Academy Georgian
რა არის ბლოკჩეინი და როგორ მუშაობს კრიპტოვალუტებისათვის, როგ...
კრიპტო ფერმერი - Crypto Farmer
"საუბარი პროფესიონალთან" -- სახელოვნებო განათლების შესახებ
IVERIA.BIZ
მცხეთა - ქსნის საშუალო სკოლა I კლასი 1983 წ.
Zurab Mukhadgverdeli
ქსნის საჯარო სკოლა | qsnis sajaro skola
Valeri Qasoevi
ქსნის საჯარო სკოლა რუბრიკაში #მომავალი ნათია ორველაშვითან ერ...
TV IMEDI