უკრაინაში ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, გელა გოგიას ოჯახი მის გადმოსვენებაში დახმარებას ითხოვს. გელა გოგია ქალაქ კრამატორსკში იბრძოდა. როგორც მისი ახლობლები ჰყვებიან, ის და მისი თანამებრძოლები სარაკეტო დარტყმების ქვეშ მოყვნენ. მიღებული ჭრილობებისგან გელა გოგია გარდაიცვალა, რამდენიმე მებრძოლი კი დაიჭრა. გელა გოგია აფხაზეთის ომის მონაწილე იყო. ბოლო წლები ცხოვრობდა უკრაინაში და პირველივე დღიდან იბრძოდა რუსეთის საოკუპაციო ჯარების წინააღმდეგ. მომხდარს ადასტურებს საგარეო საქმეთა სამინისტრო და იუწყება, რომ უკრაინაში საქართველოს საელჩო კომუნიკაციაშია გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები. ასევე საგარეო უწყების ცნობით, დაჭრილია საქართველოს სამი მოქალაქე. ისინი უკვე საავადმყოფოში არიან და მკურნალობის შესაბამისი კურსი უტარდებათ. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინაში მიმდინარე ომში 19 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
უკრაინაში ქართველი მებრძოლი დაიღუპა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინაში ქართველი მებრძოლი დაიღუპა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინაში ქართველი მებრძოლი დაიღუპა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინაში ქართველი მებრძოლი დაიღუპა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინაში ქართველი მებრძოლი, ტატო ბიგვავა დაიღუპა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინაში სამი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster