უკრაინაში ქართველი მებრძოლი, ტატო ბიგვავა დაიღუპა

12.05.2022 00:29

კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა „აზოვსტალში“. 27 წლის ტატო ბიგვავა რუსი ოკუპანტების მხრიდან საჰაერო ავიაიერიშებს ემსხვერპლა. ინფორმაციას საქართველოს საელჩო ავრცელებს. ტატო ბიგვავა წარმოშობით ზუგდიდიდან იყო, თუმცა ბოლო წლებში ოჯახთან ერთად უკრაინაში ცხოვრობდა და ჰქონდა უკრაინის მოქალაქეობა. ბოლო მონაცემებით, საომარ მოქმედებებს უკვე 10 ქართველი შეეწირა. მანამდე, „აზოვსტალში“ დაიღუპა ბახვა ჩიქობავაც, რომლის ცხედრის საქართველოში ჩამოსვენება ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: