ბრიფინგი განათლების სამინისტროში
საქართველოს განათლების სამინისტრომ გრიფირების პროცესთან დაკავშირებით ინსპექტირების სამსახურის დასკვნა საგამოძიებო ორგანოებს გადაუგზავნა. როგორც განათლების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ეკატერინე მაჩიტიძემ განაცხადა, გამოვლენილ დარღვევებში, შესაძლოა, სისხლის სამართლის დანაშაული იკვეთებოდეს. თუმცა, კონკრეტულად რა დარღვევებზეა საუბარი, უწყებაში არ აკონკრეტებენ. „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინსპექტირების სამსახურმა, დაასრულა გრიფირების საკითხის შესწავლა. პირველ რიგში, უნდა განვაცხადოთ, რომ გრიფირების შედეგად, პირველი-მეექვსე კლასის მოსწავლეებისთვის, სასწავლო პროცესში დაინერგა შინაარსობრივად, ვიზუალურად და ტექნიკურად მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული სახელმძღვანელოები. ამის მიუხედავად, სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესთან დაკავშირებით გაჩნდა კითხვის ნიშნები და სამინისტროს ინსპექტირების სამსახურს დაევალა პროცესის სრულყოფილად შესწავლა. შედეგად, გამოვლინდა არაერთი სხვადასხვა ხარისხის ხარვეზი და დარღვევა. თუმცა, ფინალურ ეტაპზე პროცესის შეჩერება ან გადავადება, რისკის ქვეშ აყენებდა მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოების გადაცემას სასწავლო წლის დაწყებამდე. ვინაიდან, გრიფირების პროცესში ჩართული ცალკეული სუბიექტების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სცდება მათთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს, ხოლო გამოვლენილ დარღვევებში შესაძლოა, იკვეთებოდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ინსპექტირების სამსახურის დასკვნა შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება სამართალდამცავ ორგანოებს”, – განაცხადა ეკატერინე მაჩიტიძემ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ბრიფინგი განათლების სამინისტროში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბრიფინგი განათლების სამინისტროში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქრონიკა 11:00 საათზე - 11 დეკემბერი, 2018 წელი
TV IMEDI
კორონავირუსი - უსაფრთხოების ნორმები სკოლებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
განათლების სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა
TV IMEDI
ბრიფინგი სპორტის სამინისტროში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
განათლების მინისტრის მოადგილის ბრიფინგი, liberali.ge
Aris.ge - განათლება
საქართველო ევროკავშირის პროგრამის „Creative Europe„-ის წევრი...
culturegovge culturegovge