ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიში


სტრასბურგიდან მოსკოვის მისამართით მოწოდებები მკაცრდება - სწორედ რუსეთია ერთ-ერთი მთავარი ადრესატი იმ დოკუმენტის, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დღეს დაამტკიცა. სტრასბურგის სასამართლოს ყველა გადაწყვეტილების აღსრულება და კომპენსაციების გაცემა უნდა დაჩქარდეს - ასეთია დოკუმენტის მთავარი გზავნილი. ასეულობით საქმეს შორის იგულისხმება ის გადაწყვეტილებაც, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2006 წელს რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების დაკავება-დეპორტაციის საქმეზე მიიღო და რომლის იგნორირებას მოსკოვი უკვე წლებია, ახდენს. დოკუმენტში რუსეთით იწყება იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებსაც სტრასბურგის სასამართლოს ყველაზე მეტი შეუსრულებელი გადაწყვეტილება უკავშირდება. ამის გამო დღეს ცალკეულმა დეპუტატებმა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაც კი მოითხოვეს.

ოკუპანტ ქვეყანას, სავარაუდოდ, აქამდე გაუცემელი კომპენსაციების, ვადაგადაცილებისთვის დარიცხული პროცენტის გადახდაც მოუწევს, საკითხზე კონსულტაციების დაწყებისკენ კრემლს საპარლამენტო ასამბლეის მინისტრთა კომიტეტმა უკვე მოუწოდა. ახლა მთავარი კითხვაა, რა ფორმით შეძლებს ევროსაბჭო რუსეთს დაკისრებული ვალდებულებების შესრულება აიძულოს. მაშინ, როცა ოფიციალურმა მოსკოვმა საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულების ვალდებულება ჯერ კიდევ გასულ წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებებით გაუუქმა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან