სპეცოპერაცია ფოთში და სენაკში

02.03.2019 01:56

რამდენიმე საათის წინ სპეცოპერაცია ჩატარდა ფოთსა და სენაკში. ამ დროისთვის არსებული არაოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულია 20-მდე პირი და მათ, სავარაუდოდ, გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობასა და ქურდულ სამყაროსთან კავშირს ედავება. ადვოკატების ინფორმაციით, ჩხრეკა ჩატარდა მათ საცხოვრებელ სახლებშიც, თუმცა, ადვოკატების ცნობით, რაიმე მტკიცებულება სამართალდამცველებს არ ამოუღიათ. ადვოკატების განცხადებით, ჩხრეკა სასამართლოს დადგენილებით მოხდა. რა მუხლით დააკავეს 20-მდე პირი ფოთსა და სენაკში ჩატარებული სპეცოპერაციისას, ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო