ზაზა სარალიძე მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად პროტესტს განაგრძობს

12.09.2018 00:32

ინგოროყვას კლინიკაში მოხვედრის შემდეგ, ზაზა სარალიძე დღეს კვლავ პარლამენტის შენობასთან დაბრუნდა. ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად პროტესტს განაგრძობს. მოთხოვნები უცვლელია - დაისაჯონ დავით სარალიძისა და თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელები და გადადგეს საქართველოს მთავრობა. პარლამენტთან საპროტესტო აქცია 19:00 საათზე განახლდება. შეგახსენებთ, ზაზა სარალიძე გუშინ სამართალდამცავებთან შელაპარაკების დროს შეუძლოდ გახდა. აუცილებელი გახდა მისი ჰოსპიტალიზება. უკვე დღეს სარალიძემ გუშინდელი ინციდენტის გამო, სამართალდამცავებს ბოდიში მოუხადა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne... გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო