„მე შატილს ვემსახურები, სააგენტოს მონა კი არ ვარ“
https://mtisambebi.ge/ - „ეს ძეგლი, რითიც ვამაყობთ და რის გამოც აქ ტურისტი მოდის, ინგრევა. ნებისმიერ დროს შეიძლება ადამიანს ქვა დაეცეს, კოშკი, სადაც ვიზიტორი შედის, დაინგრეს და შიგნით ჩაიმარხოს. იმიჯია ეგ, რომ ეს ყველაფერი არ უნდა ვთქვა და ჩუმად უნდა ვიყო იმის გამო, რომ სადღაც ვმუშაობ? მე შატილს ვემსახურები, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მონა კი არ ვარ!“ გიორგი ჭინჭარაული თბილისიდან პირიქითა ხევსურეთში მეექვსე წელია რაც დაბრუნდა და პირველი იყო, ვინც მამაპაპისეულ კოშკში მუდმივ მცხოვრებლად დასახლდა. დაბრუნებიდან ორ წელში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ის შატილის კოშკების მომვლელად დანიშნა. შატილის კოშკების კომპლექსი უმძიმეს მდგომარეობაშია. წელიწადზე მეტია გიორგი სააგენტოსგან დაჟინებით ითხოვს, ძეგლს ყურადღება მიაქციონ და ვიდრე დაინგრევა, მანამდე იზრუნონ. 18 ივნისს, კოშკებს შორის დამაკავშირებელი ბანი ჩამოინგრა. ავსტრიელი ტურისტები იმ ადგილიდან 10 წუთის წასულები იყვნენ და გადარჩნენ. გიორგიმ ძეგლის ნაწილის ნგრევის ამსახველი ფოტოები ფეისბუკში გამოაქვეყნა და სახელმწიფო გულგრილობაში დაადანაშაულა. მას პოსტის წაშლა მოსთხოვეს, უარის შემდეგ კი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
Mtisambebi / მთის ამბები-ის სხვა ვიდეოები
როგორ უხმობენ ებუთში მოსახლეობას - უინტერნეტო სოფე...
მე რო მარტუაი ვორ, გიჟად ნუ ჩამთვლით რა - მიხა პაპ...
დისკუსია თემაზე – ტრადიციული და ფუნდამენტური ისლამ...
დავით ქევხიშვილის დაკავება
50-მდე სპეცრაზმელი რიონის ხეობის ერთი მცველის დასა...
სახლი აშენდა, ბედნიერებაა, რომ არ იცნობ და გვერდში...
ვაზაგაშვილის და ბრალდებულების ახლობლებს შორის სასა...
რა, როგორ და რატომ მოხდა 21 აპრილს პანკისის ხეობაშ...
მსგავსი ვიდეოები
aluda qetelauri bindi chamowva arxotis tavze
leqso kacho
aluda qetelauri bindi chamowva arxotis tavze
leqso kacho
aluda qetelauri bindi chamowva arxotis tavze
leqso kacho
aluda qetelauri bindi chamowva arxotis tavze
leqso kacho
თეონა ქუმსიაშვილი, გელა დაიაური...
vaja otarashvili
#23. თუშეთის გზაზე (უღელტეხილი) - #23. Tusheti Road (Pass)
Soso Mikeladze Official
მე
უბრალოდ მე
მე
salome barbaqadze