🟢მეფემ იგი აღსაზრდელად მიაბარა ქვეყნის პირველ ვეზირს გიორგი ჭყონდიდელს. ჭყონდიდელმა უფლისწული მამაც მეომრად, წიგნიერ ადამიანად და გამოჩენილ სახელმწიფო მოღვაწედ გაზარდა.
⚪16 წლის იყო, როცა ლიხის მთის ძირში მოსახლეობის დამცავი რაზმები შექმნა და თავად ჩაუდგა სათავეში. ისინი მოულოდნელად თავს ესხმოდნენ საქართველოში დაბინავებულ თურქ- სელჩუკებს, რომლებიც შიშის გამო ქვეყნიდან გარბოდნენ, ხოლო ადგილობრივი ქართველები სახლებში ბრუნდებოდნენ.
🟣მან სრულყოფილი გვარდია დააარსა, ეს იყო 5000 კაციანი „მონა-სპა“, რომელიც მეფის მიერ ტყვეობიდან გათავისუფლებული პირებისაგან შედგებოდა. მან ასევე გააძლიერა „მსტოვართა ინსტიტუტი“, რომელსაც უშიშროების ფუნქცია ჰქონდა.
🔵1104 წელს ერწუხთან განძის ათაბაგისა და თურქთა მრავალრიცხოვანი კოალიციური ჯარი დაამარცხა. ამ ბრძოლაში მას სამი ცხენი მოუკლეს \"და მმეოთხესაღა ზედა მჯდომმან სრულ ყო მის დღისა ომი''..
🟠XII საუკუნის დასაწყისში შემოიერთა კახეთი, ერწო-მთიანეთი და არაგვის ხეობა. 1103 წელს გააუქმა კლდეკარის საერისთავო. 1110 წელს თურქებისგან გაათავისუფლა სამშვილდე. 1115 წელს-რუსთავი, 1118 წელს-ლორე და აგარანი. 1118 წელსვე ლორე-ტაშირის აღების შემდეგ „სომეხთა მეფის” ტიტული მიიღო.
🟤1121 წლის 12 აგვისტოს საქართველოსა და შუასაუკუნეების აღმოსავლეთ ევროპის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი და გენიალური \"ძლევაი საკვირველი\" შეასრულა - ქრისტიანული სამყაროსთვის დიდგორის ბრძოლა მოიგო.
⚫400 წლიანი პაუზის შემდეგ, თბილისი კვლავ ქვეყნის დედაქალაქი გახადა. 1123-1124 წლებში ილაშქრა შირვან-შაჰის წინააღმდეგ და მის ციხე-სიმაგრეებში თავისი მეომრები ჩააყენა. 1124 წელს თურქებისაგან ქართული ქალაქი დმანისიც გაათავისუფლა. იმავე წელს დაიხსნა სომხური ქალაქი ანისი, რის შემდეგაც „შაჰან-შაჰის“ ტიტულიც მიიღო. იმავე წელს დარუბანდის სამთავროც აიღო.
🟡XII საუკუნის დასაწყისში გელათში დააარსა აკადემია და ქსენონი , მის სახელს უკავშირდება ქვეყანაში გზების, ხიდების, სასტუმროების, ანუ ძველებურად ფუნდუკების მასობრივი მშენებლობა. ქალაქებში გაიხსნა სახელოსნოები.
დაიწყო ეკლესია-მონასტრების მასიური მშენებლობა, ქალაქების განვითარება და აღმშენებლობა
როდესაც 16 წლის ასაკში მტისგან განადგურებულ ქვეყანას იბარებ და მემკვიდრეებს რეგიონის უძლიერეს სახელმწიფიფოს უტოვებ.
არცერთ ბრძოლაში არ მარცხდები და ქვეყანას სააღმშენებლო მოედნად აქცევ შენ არხარ უბრალოდ ქართველთა გამორჩეული ხელმწიფე შენ ხარ - მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა, სომეხთა, შარვან-შა და შაჰან-შა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა - მეფე დავით IV აღმაშენებელი👑
#ფენიქსისერი