FARA-ს ახალი დოკუმენტები


„ფარას“ მორიგი სკანდალური დოკუმენტები. ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტი საქართველოდან შტატებში ლობისტური საქმიანობისთვის დაქირავებული კომპანიას და მისთვის გადახდილი თანხების შესახებ ინფორმაციას ასაჯაროებს. როგორც გავრცელებული დოკუმენტებიდან ირკვევა, ამერიკულ ლობისტურ კომპანია „ქორნერ სთოუნ გავერმენთ ეფეარსი“, ტელეკომპანია „ფორმულამ“ დაიქირავა და ოთხ თვეში გაწეული საქმიანობისთვის 110 ათასი დოლარი გადაუხადა. შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ლობისტურ კომპანიას „ფორმულამ“ დაავალა მოეხდინა ამერიკულ საზოგადოების ინფორმირება საქართველოში მიმდინარე საკითხებზე, მათ შორის ქვეყანაში მედიისადმი დამოკიდებულების კუთხით. დადასტურებულია კონტაქტები აშშ-ის მთავრობის და კონგრესის წარმომადგენლებთან და ჟურნალისტებთან.


ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან