FARA-ს ანალოგის ინიციატივა ევროპარლამენტში
მწვავე პროტესტის შემდეგ ჩაგდებული კანონპროექტის გარშემო დაპირისპირება პოლიტიკურ დღის წესრიგში ბრუნდება. თემა ამჯერად „ევროპის სახალხო პარტიის“ რამდენიმე დეპუტატის წერილმა გაააქტურა. EPP-ის სამი წევრი ითხოვს, ამერიკაში მოქმედი უცხოელ აგენტთა რეგისტრაციის აქტის ევროპული ანალოგი მომზადდეს. საუბარია იმ კანონზე, რომლის ქართული თარგმანის ინიცირებას ორი კვირის წინ საპროტესტო მღელვარება და აქციები მოჰყვა. ინიციატორი ევროპარლამენტარები საკუთარ მოთხოვნას ევროპარლამენტში ცოტა ხნის წინ აგორებული კორუფციული სკანდალით და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური კონტროლის აუცილებლობით ამყარებენ, რომლებიც პოლიტიკური ინტერესებით მოქმედი ჯგუფების მხრიდან არაკეთილსინდისიერი ქმედებებისთვის შეიძლება იყვნენ გამოყენებული. არაგამჭვირვალე ორგანიზაციების მხრიდან ევროკავშირის ინსტიტუტების მოტყუების აღსაკვეთად ანალოგიური პოზიცია აქვთ ევროპარლამენტის სოციალისტთა ალიანსის წევრებსაც. EPP-ის ინიციატივა „ქართული ოცნებისთვის“ კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ოპოზიციამ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტების გარშემო მოქალაქეები შეცდომაში შეიყვანა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
#მოამბე 21 საათზე, 21 მარტი, 2023 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
FARA-ს ევროპული ანალოგი
TV IMEDI
FARA-ს სკანდალურ დოკუმენტებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთ...
TV IMEDI
FARA-ს დოკუმენტები და სააკაშვილის ლობისტების საქმიანობა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
FARA-ს ახალი დოკუმენტები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
FARA-ს დოკუმენტები - პოლიტიკური შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
FARA-ს სკანდალური დოკუმენტი
TV IMEDI
FARA-ს დოკუმენტები - გიული ალასანიას კომენტარი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster