დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი
მსოფლიო პოლიტიკის ლიდერები და გავლენიანი ბიზნესმენები შვეიცარიაში იკრიბებიან. დღეს ცნობილ საკურორტო ქალაქ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი იხსნება. შვეიცარიაში ჩავა ქართული დელეგაციაც პრემიერის ხელმძღვანელობით. ეკონომიკური მნიშვნელობის თემებთან ერთად დღის წესრიგშია პოლიტიკური საკითხების განხილვა. ფორუმი მძიმე გეოპოლიტიკურ ფონზე იმართება. ლიდერები იმსჯელებენ გლობალურ გამოწვევებზე, მათ შორის უკრაინა-რუსეთის ომზე და ახლო აღმოსავლეთში არსებულ მძიმე სიტუაციაზე. ფორუმზე, რომელიც ბიზნეს-პლატფორმასთან ერთად მნიშვნელოვანი პოლიტიკური პლატფორმაც არის, შარშანდელის მსგავსად, არც წელს მიიწვიეს რუსეთის დელეგაცია. ქართული დელეგაცია დავოსის ფორუმზე საქართველოს მონაწილეობით დაგეგმილ საერთაშორისო პროექტებთან ერთად ახალ საინვესტიციო წინადადებებსაც განიხილავს. ბუნებრივია, ცნობილ ბიზნესმენებთან, წამყვანი საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან და წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელებთან შეხვედრები საქართველოს ბიზნეს-პოტენციალის გასაცნობად და ქვეყანაში ახალი ინვესტიციების მოსაზიდად იქნება გამოყენებული. „მოამბის“ გადამღები ჯგუფი დავოსშია, - სალომე ქოქიაშვილი დეტალებით. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი
Euronews Georgia