დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი


საქართველოს გავლით ევროპის მომარაგების ალტერნატიული მარშრუტი დავოსის ეკონომიკური ფორუმის ერთ-ერთი მთავარი თემაა.

უკრაინის ომის და რუსეთის შანტაჟის ფონზე შუა დერეფნის მკვეთრად გაზრდილ მნიშვნელობას დღეს სპეციალური პანელური დისკუსია მიეძღვნა. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტები და ევროკომისარი იოჰანეს ჰანი. როგორ უნდა დაიტვირთოს უფრო მეტად ცენტრალური აზიის და ევროპის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფანი და რა პოტენციალი აქვთ მონაწილე ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს - ეს იყო მოდერატორის მხრიდან დასმული მთავარი შეკითხვები. ინტერესი განსაკუთრებით გაზრდილია ევროკავშირიდან, რომელიც რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების მაქსიმალურად შემცირებას ცდილობს და სატრანსპორტო გადაზიდვების ალტერნატიულ გზებს ეძებს. საქართველოს და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებმა დღეს ვრცლად ისაუბრეს, რა სამუშაოები ტარდება შუა დერეფნის ეფექტურობის და ტვირთბრუნვის გასაზრდელად და რა ინფრასტრუქტურული პროექტები იგეგმება სარკინიგზო თუ საზღვაო გადაზიდვების მაჩვენებლების გასაუმჯობესებლად. ამ კონტექსტში ახსენეს ანაკლიის პორტიც. შუა დერეფანი ევროპისთვის სტაბილურობის გარანტიაა - ასეთი იყო ევროკომისარ იოჰანეს ჰანის მთავარი გზავნილი.   

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან