მსოფლიო პოლიტიკის ლიდერები და გავლენიანი ბიზნესმენები შვეიცარიაში იკრიბებიან.
დღეს ცნობილ საკურორტო ქალაქ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი იხსნება. შვეიცარიაში ჩავა ქართული დელეგაციაც პრემიერის ხელმძღვანელობით. ეკონომიკური მნიშვნელობის თემებთან ერთად დღის წესრიგშია პოლიტიკური საკითხების განხილვა. ფორუმი მძიმე გეოპოლიტიკურ ფონზე იმართება. ლიდერები იმსჯელებენ გლობალურ გამოწვევებზე, მათ შორის უკრაინა-რუსეთის ომზე და ახლო აღმოსავლეთში არსებულ მძიმე სიტუაციაზე. ფორუმზე, რომელიც ბიზნეს-პლატფორმასთან ერთად მნიშვნელოვანი პოლიტიკური პლატფორმაც არის, შარშანდელის მსგავსად, არც წელს მიიწვიეს რუსეთის დელეგაცია. ქართული დელეგაცია დავოსის ფორუმზე საქართველოს მონაწილეობით დაგეგმილ საერთაშორისო პროექტებთან ერთად ახალ საინვესტიციო წინადადებებსაც განიხილავს. ბუნებრივია, ცნობილ ბიზნესმენებთან, წამყვანი საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან და წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელებთან შეხვედრები საქართველოს ბიზნეს-პოტენციალის გასაცნობად და ქვეყანაში ახალი ინვესტიციების მოსაზიდად იქნება გამოყენებული.
„მოამბის“ გადამღები ჯგუფი დავოსშია, - სალომე ქოქიაშვილი დეტალებით.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.