9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

04/09/2017
Radio Atinati-ის მიერ

ზუგდიდში სტუდენტებმა, ადგილობრივი ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას. ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის დეკანოზმა მამა მალხაზ ჭანტურიამ დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. მოსწავლე-ახალგაზრდობის ბავშვებმა კი \"შავლეგო\" იმღერეს.

\"ამ გმირების თავდადებამ მოიტანა საქართველო დამოუკიდებლობა. ასეთი გმირების ხსოვნაზე დგას ქვეყნის მომავალი\", - აღნიშნა ქალაქის მერმა ირაკლი გოგოხიამ.

9 აპრილის ტრაგედიიდან დღეს 28 წელი გავიდა. საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით 1989 წლის 4 აპრილს დაწყებული საპროტესტო აქცია საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების მიერ სასტიკი დარბევით დასრულდა. დარბევას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო ათასობით ადამიანი დაშავდა.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook:   / rado.atinati.  .
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან