„აკაკი წერეთელი“ - კატალოგის პრეზენტაცია

11/11/2015
culturegovge culturegovge-ის მიერ

10 ნოემბერს, კულტურის სამინისტროში გაიმართა აკაკი წერეთლის 175 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კატალოგის პრეზენტაცია. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია გაუძღვნენ. პრეზენტაციის ფარგლებში ასევე გაიმართა ხელოვნების სასახლეში დაცული ბაში-აჩუკისა და თავადი ჩოლოყაშვილის კინო-კოსტიუმების გამოფენა.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და ხელოვნების სასახლის ორგანიზებით, გამოიცა აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175 წლის იუბილესა და გარდაცვალებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კატალოგი. კრებული რვა ძირითად თავს მოიცავს, რომელშიც შესულია მწერლის ცხოვრების როგორც ცნობილი, ასევე ნაკლებად შესწავლილი და განხილული დეტალები. წიგნი ეფუძნება ხელოვნების სასახლეში დაცულ საარქივო დოკუმენტებს - აკაკის, როგორც რეჟისორისა და მსახიობის შესახებ; ასევე, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში არსებულ მასალებს, სადაც ასახულია აკაკის შემოქმედებითი მოღვაწეობა. კატალოგში გამოყენებულია საქართველოს ლიტერატურის მუზეუმისა და სხვიტორის აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმების უნიკალური ექსპონატები.
220 გვერდიანი კატალოგი 500-მდე ილუსტრაციას მოიცავს, რომელთა უმეტესობაც ფართო საზოგადოებისათვის აქამდე უცნობი იყო.



http://www.culture.gov.ge/
  / culturegovge  
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან