თბილისის მერმა ჩიქოვანის ქუჩაზე სამუშაოები დაათვალიერა

11.12.2018 01:11

ჩიქოვანის ქუჩაზე ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ დასასვენებელი სივრცე მოეწყო. სკვერში სამუშაოების ფარგლებში, ბავშვებისათვის გასართობი მოედანი აშენდა და სხვადასხვა ატრაქციონი დამონტაჟდა. ტერიტორია გამწვანდა და ფილებით მოპირკეთდა საფეხმავლო ბილიკები. დამონტაჟდა განათების სისტემა და შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ეზოში დაიგო, ასევე, ასფალტის ახალი საფარი. სკვერის პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 56 410 ლარით დაფინანსდა. ადგილზე დედაქალაქის მერი კახა კალაძე იმყოფებოდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: