იულია სუსლიაკი აზერბაიჯანიდან საქართველოში არ შემოუშვეს
უკრაინის მოქალაქეს, იულია სუსლიაკს, რომელიც აზერბაიჯანიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას ცდილობდა, საზღვრის გადაკვეთისას ქვეყანაში შემოსვლაზე უარი ეთქვა. ის ქართველმა სამართალდამცველებმა ისევ აზერბაიჯანში გააბრუნეს. მიზეზი უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნებია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, უკრაინის მოქალაქეს არც შესაბამისი ფინანსური სახსრები და არც სამოგზაურო დაზღვევა ჰქონდა, ასევე, არ იძლეოდა ზუსტ ინფორმაციას მგზავრობის მიზნის შესახებ. შეგახსენებთ, რომ იულია სუსლიაკი საქართველოში ტრეფიკინგის ბრალდებით იყო დაკავებული. გენერალური პროკურატურის ცნობით, უკრაინულ მხარესთან შეთანხმებით, სუსლიაკის საქმე უკრაინის საგამოძიებო უწყებაში გადაიგზავნა. არსებული ინფორმაციით, სუსლიაკი ბაქოდან თბილისში მოდიოდა და ხვალ ადვოკატთან ერთად ბრიფინგის გამართვას აპირებდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
იულია სუსლიაკი პატიმრობაში რჩება
TV IMEDI
იულია სუსლიაკის ადვოკატი დღეს ბრიფინგს გამართავს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სასამართლომ იულია სუსლიაკი პატიმრობაში დატოვა
Maestro Television
უკრაინელი იულია სუსლიაკი საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლას ვერ...
Fakt Press
არასრულწლოვნებით ვაჭრობაში ბრალდებული იულია სუსლიაკი გაათავი...
PalitraNews
ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკი პატიმრობაში...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
იულია სუსლიაკის ადვოკატი: ორშაბათს სკანდალურ კადრებს გავასაჯ...
რადიო თავისუფლება
ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკი პატიმრობიდან...
Maestro Television