ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკი პატიმრობაში რჩება

05.06.2019 01:40

უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი, რომელიც ქართველმა სამართალდამცავებმა ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს, პატიმრობაში რჩება. აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს სუსლიაკის ადვოკატმა მიმართა, თუმცა მოთხოვნა სასამართლომ დაუშვებლად ცნო. უფლებადამცველი ზურაბ თოდუა განმარტავს, რომ მოთხოვნა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას ემყარებოდა. როგორც ადვოკატი ამბობს, დნმ-ის ტესტმა დაადასტურა, რომ სუსლიაკთან ერთად მყოფი 10 ბავშვიდან ოთხი იური და იულია სუსლიაკების საერთო შვილია, ექვსი კი – იური სუსლიაკის. მისივე ინფორმაციით, საქართველოში იმყოფებიან ბავშვების ბიოლოგიური ბებიები და ოფიციალური დოკუმენტებით ისინი უკრაინაში ბავშვების წაყვანას ითხოვენ. მათთან ერთად საქართველოში ჩამოსულია უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელიც, რომელმაც პროკურატურაში შეხვედრა გამართა. უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნით ვაჭრობის ბრალდებით 26 აპრილს დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, ის საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აპირებდა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას. რუსეთის საზღვარი კი მან 11 ბავშვთან ერთად გადაკვეთა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

„მოამბე“ 21 საათზე, 27 აპრილი, 2019 #LIVE
25:51

„მოამბე“ 21 საათზე, 27 აპრილი, 2019 #LIVE

პირველი არხი - LIVE

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ იულია სუსლიაკს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
05:16

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ იულია სუსლიაკს თბილისის საქა...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სუსლიაკის ადვოკატი საქართველოს წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
00:55

სუსლიაკის ადვოკატი საქართველოს წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკი პატიმრობიდან გათავისუფლდა
02:05

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკი პატიმრობიდან...

Maestro Television

ბავშვთა ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკი შესაძლოა დღეს გაათავისუფლონ
03:48

ბავშვთა ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკი შესა...

Maestro Television

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული ქალის საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
04:54

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული ქალის საქმეზე სასამართლო დღ...

Maestro Television

იულია სუსლიაკი აზერბაიჯანიდან საქართველოში არ შემოუშვეს

იულია სუსლიაკი აზერბაიჯანიდან საქართველოში არ შემოუშვეს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკის 10 ბავშვი უკრაინაში წაიყვანეს
03:19

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკის 10 ბავშვი უ...

Maestro Television

ყველა ვიდეო