ჯუნიორ ნბა-ის კენჭისყრა

20.06.2021 01:27

ევროპის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპეციალურად გაშლილ საკალათბურთო მოედანზე 2021 წლის სეზონის ჯუნიორ ნბა-ის კენჭისყრა გაიმართა და მონაწილე გუნდებს NBA-ის კლუბების სახელები მიენიჭათ. ღონისძიებას ეროვნული ნაკრების მოთამაშეები, ვეტერანი კალათბურთელები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ – მათ შორის, ესპანეთის წლის საუკეთესო კალათბურთელად აღიარებული გიორგი შერმადინი და ამერიკაში მოთამაშე გოგა ბითაძე, რომელიც კალათბურთის უმაღლეს ლიგაში განაგრძობს განვითარებას. ჯუნიორ ნბა-ის ლიგა საქართველოში ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის, საქართველოში ამერიკის საელჩოსა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებით მეხუთედ ტარდება. ქვეყნის მასშტაბით, 2021 წლის სეზონში 77 გუნდი და 1300-მდე 12 წლამდე ასაკის კალათბურთელი მონაწილეობს – პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: