#ახალიდღე #პირველიარხი #JrNBAGeorgia

21.06.2021 04:45

•ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA), საქართველოში ამერიკის საელჩოსა და კალთბურთის ეროვნული ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებით, საქართველოში უკვე მეხუთედ ტარდება ჯუნიორ ნბა-ს ლიგა, რომელშიც მთელი ქვეყნის მასშტაბით, საკვალიფიკაციო ეტაპის ჩათვლით, 2021 წლის სეზონში მონაწილეობს 77 გუნდი და 1300-მდე 12 წლამდე ასაკის კალათბურთელი. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. ➤ http://gbf.ge/news/evropis-moedanze-2... •ჯუნიორ ნბას-ს ლიგა NBA-ს ანალოგიური პრინციპით ტარდება. ლიგის თითოეული გუნდი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის თითო გუნდს წარმოადგენს და მთლიანად, დასკვნით ეტაპზე, „ა“ და „ბ“ ლიგების მონაწილე 900 კალათბურთელს ნბა-ს სათამაშო ფორმები და ბურთები გადაეცემა. „ა“ ლიგის თამაშები დივიზიონების მიხედვით თბილისში, რუსთავში, გორში, თელავში, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდება, „ბ“ ლიგის თამაშებს კი მთლიანად დადაქალაქი უმასპინძლებს. •საქართველოში ყველაზე მასშტაბური ბავშვთა საკალათბურთო პროექტი – ჯუნიორ ნბა, გოგონათა და ვაჟთათვის კალათბურთის ლიგის გლობალური ახალგაზრდული პროგრამაა, რომელიც ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, კალათბურთის პოპულარიზაციას და პერსპექტიული ახალგაზრდების აღმოჩენას. ჯუნიორ ნბა-ს ლიგა მომავალ კალათბურთელებს, მწვრთნელებსა და მშობლებს შესაძლებლობას აძლევს გაიღრმავონ საკალათბურთო ცოდნა და გაიზიარონ კალათბურთის თამაშის სიხარული. •2021 წლის სეზონის ჯუნიორ ნბა-ს კენჭისყრა დღეს, 20 ივნისს, 12:00 საათიდან, ევროპის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპეციალურად გაშლილ საკალათბურთო მოედანზე გაიმართა, სადაც ჯუნიორ ნბა-ში მონაწლე გუნდებს NBA-ს კლუბების სახელები მიენიჭათ. •კენჭისყრის დასრულების შემდეგ, ჯუნიორ ნბა-ს გუნდების მონაწილეობით, 3×3-ზე კალათბურთის ფესტივალი გაიმართა ➤http://gbf.ge/news/junior-nba-gbf-lig... ჯუნიორ ნბა ლიგის მატჩები უახლოეს დღეებში ჩატარდება და ყველა ინფორმაცია ლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდება – www.jrnbaleague.ge ღონისძიებას ეროვნული ნაკრების მოთამაშეები, ვეტერანი კალათბურთელები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

საქართველო 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებს!
13:35

საქართველო 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს უმასპი...

Georgian Basketball Federation

ტრიო ,,ბალადას“ საპრეზენტაციო კონცერტი
04:45

ტრიო ,,ბალადას“ საპრეზენტაციო კონცერტი

trio balada

ტრიო ,,ბალადა“/ TRIO BALADAსტუმრად გადაცემაში - ,,ახალი დღე“
10:27

ტრიო ,,ბალადა“/ TRIO BALADAსტუმრად გადაცემაში - ,,ახალი დღე“

trio balada

თბილისის საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი წელს მესამედ ტარდება/27 ივნისი, 2019
10:10

თბილისის საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი წელს მესამედ ტარდებ...

State Ballet of Georgia

#ახალიდღე პირველი ქართული „ვებ-ბრაუზერის“ საერთაშორისო წარმატება
03:13

#ახალიდღე პირველი ქართული „ვებ-ბრაუზერის“ საერთაშორისო წარმა...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

#ახალიდღე  პირველი არხი EBU-ს რეგიონულ კონფერენციას მასპინძლობს
12:23

#ახალიდღე პირველი არხი EBU-ს რეგიონულ კონფერენციას მასპინძლ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

#ახალიდღე „პირველი არხი წარმოგიდგენთ“
11:11

#ახალიდღე „პირველი არხი წარმოგიდგენთ“

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

#ახალიდღე #პირველი არხი წარმოგიდგენთ „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!“
18:38

#ახალიდღე #პირველი არხი წარმოგიდგენთ „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო