მთისა და ზღვის ჰარმონიული შერწყმა ისეთი გამაოგნებელი არსად არ არის, როგორიც აჭარაში. წარმტაცი პეიზაჟები, მრავალფეროვანი სანაპიროები, კულტურული ძეგლები, ულამაზესი ნაკრძალები, ყველასაგან განსხვავებული სამზარეულო, თვითმყოფადი ტრადიციები, ღიმილიანი და სტუმართმოყვარე ხალხი ერთმანეთს ავსებს და ქმნის აჭარას, რომელიც ასე გვიყვარს.
თავგადასავლები და შეგრძნებები თუ გწყურია, აუცილებლად უნდა ესტუმრო ამ მხარეს. მახუნცეთის ჩანჩქერი, ზვარეს ეკლესია, თამარის თაღოვანი ხიდი, მწვანე ტბა, სხალთის ტაძარი, გონიო-აფსაროსის ციხე-სიმაგრე, პეტრასა და ხიხანის ციხეები, კონტრიშისა და ქობულეთს დაცული ტერიტორიები, მტირალასა და მაჭახელას ეროვნული პარკები, ბათუმის ბოტანიკური ბაღი და გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი - ეს ის ადგილებია, რომლებიც შეგიძლია აჭარაში მოინახულო. არ უნდა დაგავიწყდეს კურორტ ბეშუმის ნახვა, რომლის ნისლში გახვევა დაგავიწყებს, რომ დედამიწაზე ხარ. თუ მოგზაურობასთან ერთად ექსტრემალური ტურიზმიც გიტაცებს აუცილებლად მოინახულო ზღვის დონიდან 1000 მეტრზე აღმართული საბაგირო, რომელიც ხულოსა და სოფელ თაგოს აკავშირებს.
მთებში ლაშქრობის შემდეგ შეგიძლია სრული განტვირთვა აჭარის მთავარ ქალაქში, ბათუმში, მოიწყო. მუსიკით რომანტიზმით, ფერებითა და სიხალისით დატვირთული ბათუმი თავს ერთი ნახვით შეგაყვარებს. ყოველი ქუჩა აქ, ახალ შეგრძნებებსა და ემოციებს უკავშირდება.
სამზარეულო
აჭარული სამზარეულო განსაკუთრებით ნოყიერია. აქაური კერძების მთავარი ინგრედინეტი რძის ნაწარმია. აჭარულ ხაჭაპურზე რომ არაფერი ვთქვათ, აუცილებლად უნდა გასინჯო ბორანო, სინორი, აჭარული დაწნული ყველი, კაიმაღი, მალახტო და ყურუთი.
https://www.myhome.ge/ka/georgia/