ევგენი პრიგოჟინის მიმართვა
რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი აჯანყების შემდეგ სოციალურ ქსელში პირველ ვიდეო მიმართვას ავრცელებს. მედიის ცნობით, ვიდეო სავარაუდოდ აფრიკაშია ჩაწერილი. „ვაგნერის“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ დაჯგუფება აგროვებს ადამიანებს და შეასრულებს დაკისრებულ ამოცანებს. ვიდეოს თან ახლავს ტელეფონის ნომერი „ვაგნერში“ გაწევრიანების მსურველთათვის. „ტემპერატურა +50, ყველაფერი ისეა, როგორც მოგვწონს. კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ ატარებს სადაზვერვო და სამძებრო ოპერაციებს, ხდის რუსეთს კიდევ უფრო დიადს ყველა კონტინენტზე და აფრიკას კიდევ უფრო თავისუფალს. სამართლიანობა და ბედნიერება აფრიკელი ხალხისთვის“, - განაცხადა პრიგოჟინმა. შეგახსენებთ, რომ, რუსეთში აჯანყების მცდელობის შემდეგ გავრცელებული ცნობებით, „ვაგნერის“ მებრძოლები და თავად ევგენი პრიგოჟინი ბელარუსში მიემართებოდნენ, სადაც ისინი ბელარუსის სამხედროებს მოამზადებდნენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
სამხედრო დაპირისპირება რუსეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევგენი პრიგოჟინის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი ჩამოვარდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევგენი პრიგოჟინი ამოიცნეს
Formula News
ფორმულა 11:00 საათზე — 24 აგვისტო
შიდა სამხედრო დაპირისპირება რუსეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"ვაგნერი“ და სისხლით მოპოვებული ალმასები - რისთვის იქმნება...
Anri Kurtanidze
ააფეთქეს თუ არა ევგენი პრიგოჟინი?
Formula News