ომის 208-ე დღე უკრაინაში
ომის 208-ე დღე. ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, უკრაინელებმა სვატოვოში რუსების სამხედრო ბაზა გაანადგურეს. მედიის ცნობით, აფეთქებების ხმები ისმის ხერსონშიც, სადაც გასულ დღეს უკრაინელებმა რუსების საბრძოლო მასალების საწყობი დაწვეს. უკრაინის მხრიდან დარტყმები განხორციელდა ზაპოროჟიეს და დონეცკის რაიონებშიც, შედეგად რუსებმა ცოცხალი ძალის და სამხედრო ტექნიკის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ზარალი განიცადეს. თავის მხრივ, რუსეთმა უკრაინის 30 დასახლებაზე სარაკეტო და საარტილერიო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 8 ადამიანი და 33 კი დაშავდა. ხარკოვის ოლქის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რუსებმა ერთ-ერთ დასახლებაში ფსიქიატრიული საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორია მაშინ დაბომბეს, როცა პაციენტების ევაკუაცია ხორციელდებოდა. დაიღუპა ოთხი სამედიცინო მუშაკი და დაშავდა ორი პაციენტი. პარალელურად, ხარკოვის რაიონში გრძელდება რუსებისგან გათავისუფლების ოპერაცია. გათავისუფლებულ ტერიტორიებზე უკრაინელები ისეთ ადგილებს პოულობენ, რაც მათი თქმით, წამების ფაქტებზე მეტყველებს. გენერალური პროკურორის ოფისის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 34 ათასზე მეტი სამხედრო დანაშაული ჩაიდინა. მოკლულია 390 და დაშავებულია 757 ბავშვი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ომის ისტორია
ჟურნალი ლიბერალი
ომის 15 წლისთავს საოკუპაციო ხაზთან იხსენებენ
Formula News
პრემიერა "ომის ღმერთი" (რეჟ.გიორგი შალუტაშვილი)
ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი
მთიანი ყარაბაღი | ომის ქრონიკა
ინდიგო | INDIGO MAGAZINE
მეცხრე დღეა მსოფლიო პუტინის ომის პირობებში ცხოვრობს
TV IMEDI
„ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი აგვისტოს ომის 11 წლისთა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კარავაჯოს მათე მოციქული და ანგელოზი | მედიის მნიშვნელობა
Litagora
სომეხი ერის გენოციდის 100 წლისთავი. ირანი Иран День Геноци...
Armenian Community of Georgia