„ვეტინგის სისტემა“ - მოსამართლე სერგო მეთოფიშვილის განცხადება
03/17/2024
ე. წ. ვეტინგის სისტემის შემოღების მხარდაჭერას 9 მოსამართლის მხრიდან, ვრცელი „ფეისბუქ“-პოსტით ეხმაურება საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი. მისი განცხადებით, როგორც „ვეტინგის“ ინიციატორებისთვის, ისე მათთვის, ვინც ეს პროცედურა უნდა განახორციელოს, ობიექტურობა მეასეხარისხოვანია და მათი მთავარი მიზანი სასამართლოს ხელისუფლების დაშინება, მასზე ანგარიშსწორება და დამორჩილებაა, რაც, მისივე თქმით, მოსამართლეთა მასობრივი წმენდით მიიღწევა.
სერგო მეთოფიშვილი ამბობს, რომ რამდენიმე მოსამართლის მოწოდებები სასამართლო სისტემაში ე.წ. ვეტინგის ჩატარებასთან დაკავშირებით, „არაკოლეგიალური“ და „საფრთხის შემცველია“. ერთ-ერთ არგუმენტად მეთოფიშვილს ის ფაქტი მოჰყავს, რომ „ვეტინგის“ მხარდამჭერი არიან სწორედ მოსამართლეები, რომლებიც ე. წ. ვეტინგის სისტემით შესამოწმებელ 57 მოსამართლის სიაში არ მოხვდნენ. მოსამართლე წერს - „შესაბამისად, გამოდის, რომ აღნიშნული რამდენიმე მოსამართლე ემხრობა „ვეტინგი“ გავრცელდეს მათ 57 კოლეგაზე; ამით ისინი ავტომატურად ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ ამ 57 მოსამართლის არაკეთილსინდისიერება მინიმუმ საეჭვოა და გადამოწმებას ექვემდებარება უცხოელების მიერ. ეს პოზიცია უკვე არის უკიდურესად არაკოლეგიალური და პროფესიული ღირსების შემლახავი\" - წერს სერგო მეთოფიშვილი სოციალურ ქსელში.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.