მოსამართლეთა რიგით 32-ე კონფერენცია მიმდინარეობს

24.03.2024 08:35

სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები და ე.წ. ვეტინგის სისტემა - იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა რიგით 32-ე კონფერენცია მიმდინარეობს. მოსამართლეთა კორპუსის უმრავლესობა უცხოელი ექსპერტების მხრიდან ქართველი მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების წინააღმდეგია. კონფერენციის მონაწილეები ჯამში, დღის წესრიგით გათვალისწინებულ შვიდ საკითხზე მსჯელობენ, რომელთაგან ერთ-ერთი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი მოსამართლე წევრის არჩევას გულისხმობს. დღესვე აირჩევენ საბჭოს უმაღლეს მდივანსაც, ნიკოლოზ მარსაგიშვილს თანამდებობაზე ყოფნის ოთხწლიანი ვადა ეწურება.  რა განცხადებები კეთდება მოსამართლეების მხრიდან - სალომე ქოქიაშვილი თემის დეტალებით. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: