ევროკომისიის უვიზო რეჟიმის მონიტორინგის ანგარიში
ევროკომისია უვიზო რეჟიმის მონიტორინგის შესახებ რიგით მეოთხე ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. დოკუმენტის თანახმად, წევრი ქვეყნები ადასტურებენ საქართველოს ხელისუფლებასთან დაბრუნებისა და რეადმისიის საკითხში კარგ თანამშრომლობას. ასევე წევრი ქვეყნების ანგარიშში აღნიშნულია საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ უსაფრთხოების სფეროში. ანგარიშში საქართველოში სასამართლო რეფორმის შესახებაც არის საუბარი, მათ შორის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის საკითხზეც. „2021 წლის 12 ივლისს, საქართველოს პარლამენტმა დანიშნა უზენაესი სასამართლოს ექვსი მოსამართლე დანიშვნის ძველი სისტემით, რაც ეწინააღმდეგება ევროკავშირის რჩევებს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს“, – ნათქვამია დოკუმენტში. აქვე აღნიშნულია, რომ საქართველო აგრძელებს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებას და მიიღო ზომებიც კომისიის რეკომენდაციების გასათვალისწინებლად. თუმცა, დოკუმენტის თანახმად, შემდგომი ძალისხმევაა საჭირო წევრ სახელმწიფოებში თავშესაფრის მინიჭების უსაფუძვლო აპლიკაციების საკითხის გადასაჭრელად, ისევე როგორც ფულის გათეთრების, კორუფციისა და ორგანიზებულ დანაშაულის პრევენციისა და ბრძოლის წინააღმდეგ სფეროებში. დოკუმენტში ასევე წერია: „დაასრულეთ უზენაესი სასამართლოს რეფორმა, მოსამართლეთა შერჩევის იმ პროცედურის შემოღებით, რომელიც სრულად შეესაბამება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და ევროპულ სტანდარტებს; დაასრულეთ პროკურატურის რეფორმა, მათ შორის, გამომძიებლებისა და პროკურორების ფუნქციების გამიჯვნით“. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
უვიზო რეჟიმი და მონიტორინგის ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რობინ დანიგანის მოსმენა პარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გიორგი მღებრიშვილი საფრანგეთის შს მინისტრ ბერნარ კაზენევს შე...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
პრემიერ-მინისტრისა და ევროკომისრის ერთობლივი განცხადებები
Giorgi Kvirikashvili
პრემიერ-მინისტრისა და ევროკომისრის ერთობლივი განცხადებები
Giorgi Kvirikashvili
საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმს საფრთხე არ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროკომისიის ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველო კანდიდატის სტატუსის მოლოდინში - პრემიერის განცხად...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster