საქართველო კანდიდატის სტატუსის მოლოდინში - პრემიერის განცხადება
ველით ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომელიც ორ დღეში გაჟღერდება და კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილება იქნება. ის საქართველოს ევროპულ მომავალს განსაზღვრავს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სპეციალურ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილი აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სპეციალურ წარმომადგენლებს შეხვდა. იმსჯელეს საქართველოს ევროინტეგრაციაზე და ამ გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი შეაჯამეს. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ჩამოყალიბებიდან დღემდე, აღმოსავლეთ პარტნიორობა ძლიერი მექანიზმია საქართველოსთვის, წარმატებით გააგრძელოს ევროინტეგრაციის პროცესი, ევროკავშირთან მჭიდრო ეკონომიკური დაახლოება და ამ მიმართულებით ხელშესახები პროგრესის მიღწევა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, გაძლიერებული თანამშრომლობა უსაფრთხოების, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში ის ხელშესახები შედეგებია, რასაც საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე მიაღწია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საქართველო ევროკავშირისგან დამსახურებულ სტატუსს ითხოვს
TV IMEDI
საქართველო კანდიდატის სტატუსის მოლოდინში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქრონიკა 11:00 საათზე - 23 ივნისი, 2022 წელი
TV IMEDI
#მოამბე 21 საათზე, 25 მაისი, 2022 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროსაბჭოს გადაწყვეტილების მოლოდინი
TV IMEDI
ქრონიკა 11:00 საათზე - 21 ივნისი, 2022 წელი
TV IMEDI
ქრონიკა 14:00 საათზე - 21 ივნისი, 2022 წელი
TV IMEDI
#მოამბე 21 საათზე, 25 ოქტომბერი, 2023 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster