უნიკალური აღმოჩენა დიდნაურის ნაქალაქარზე

07/21/2016
culturegovge culturegovge-ის მიერ

20 ივლისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს, დიდი შირაქის ველს ესტუმრნენ და დიდნაურის ნაქალაქარი დაათვალიერეს.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, 2015 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დიდნაურის ნაქალაქარზე არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარდა.
ნაქალაქარი, რომელიც სატელიტური ფოტოების გაშიფვრის შედეგად აღმოჩნდა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დიდი შირაქის ველის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ივრის ზეგნის ამ მონაკვეთში, გეოგრაფიულად, დიდი შირაქის, პატარა შირაქისა და ზილიჩის ნაყოფიერი ველებია - ველებს ირგვლივ მთაგორებზე ორმოცდაათი მცირე დასახლებაა, რომელიც XII-IX სს. თარიღდება.
რამდენიმე დღის წინ, სავარაუდოდ, ბრძოლაში დაღუპული მხედართმთავრის სამარხი გაითხარა. მუცლის არეში ჩონჩხს აღმოაჩნდა ისრის პირი, რომელიც არ არის კავკასიური წარმომავლობის. ასევე, მას ზურგთან აქვს ბრინჯაოს მახვილი (ძვ.წ.აღ-ის XIII ს.).




http://culture.gov.ge/

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან