მედიცინის ინსტიტუტის ოთხ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა


კორონავირუსი დაუდასტურდა კლინიკა „თიმის“ კიდევ ოთხ თანამშრომელს. თბილისის მედიცინის ინსტიტუტის დირექტორი ადასტურებს, რომ  ამ ეტაპზე ვირუსი საავადმყოფოს სულ ხუთ თანამშრომელს აქვს გამოვლენილი. პირველი ფაქტი სამედიცინო დაწესებულებაში 12 აპრილს დაფიქსირდა, თუმცა, მომდევნო შემთხვევები, როგორც ირკვევა, ამ ფაქტს არ უკავშირდება. 

რაც შეეხება გავრცელებულ ვერსიას, იმის თაობაზე რომ ექთანს ვირუსი მისი ოჯახის წევრის - სასულიერო პირისგან გადაედო, „თიმის“ დირექტორი ამასთან დაკავშირებით, ინფორმაციას არ ფლობს.

შეგახსენებთ, რომ კლინიკაში პირველი დაინფიცირების შემთხვევა ორი დღის წინ დაფიქსირდა. სამედიცინო დაწესებულება ორი კვირით დაიხურა. 30-მდე ექიმი კი კარანტინშია.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან