7 მარტის საპროტესტო აქციის ქრონიკა და შეფასებები
კიდევ ერთი მძიმე ღამე რუსთაველის გამზირისთვის. 66 დაკავებული, არაერთი დაშავებული და სპეციალური საშუალებებით დაშლილი აქცია - ასეთია 7 მარტის საპროტესტო გამოსვლის შედეგი. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, რაც შეკრებილთა ნაწილმა სადავო კანონ-პროექტების მხარდამჭერი დეპუტატებისთვის სირცხვილის დერეფნის მოსაწყობად პარლამენტის გვერდითა შესასვლელებისკენ გადაინაცვლა. სპეცრაზმმა მათ მიმართ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი გამოიყენა. ღამის 12 საათისთვის ვითარება კიდევ ერთხელ დაიძაბა. აქციის ცალკეული მონაწილეების მხრიდან დაფიქსირდა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის და სხვა აალებადი საშუალებების, ასევე სხვადასხვა ნივთის სროლის ფაქტები. დაშავებულებს შორის არიან სამართალდამცავებიც. რამდენად პროპორციული იყო პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა - სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ძიება უკვე დაიწყო. მანამდე კი ეს საკითხი არაერთგვაროვანი შეფასებების თემაა. ოპოზიცია, ისევე როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, სამართალდამცავებს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ საღამოს ცხრა საათისთვის პოლიციის პირველივე ჩარევა უკანონო და არაპროპორციული იყო. ძალის გამოყენების პროპორციის დარღვევის ფაქტებზე მიუთითებს ახლად არჩეული სახალხო დამცველიც, რომელიც გუშინ დემონსტრანტების ნაწილის თავდასხმის სამიზნე გახდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
შეხვედრა პარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გიორგი ვაშაძისა და ელენე ხოშტარიას განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა უკვე აღმართულია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპროტესტო აქცია პარლამენტთან - გიორგი კობერიძის ჩართვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია პარლამენტთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაკავებულების სასამართლო პროცესი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
7-8 მარტის აქციებზე დაკავებულთა სასამართლო პროცესი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster