გვარის ისტორია - ჩქოტუა
ჩქოტუების საგვარეულო ერთ-ერთი უძველესი თავადური საგვარეულოა სამეგრელოში. მათი ადრინდელი, ფეოდალური გვარია ჩხოტოძე. დღეისთვის ეს საგვარეულო სახელი ორგვარი სახით გვხვდება - ჩქოტუა და ჩხოტუა. ჩქოტუების რაოდენობა 1995 წლის მონაცემებით საქართველოში 113 კაცით განისაზღვრება... ჩხოტუები კი, - 116 კაცი იყო. ეს გვარსახელი ეპონიმური წარმოშობისაა. მასში დაცულია ჩქოტუების იმ შორეული წინაპრის სახელი, რომლიდანაც თვით გვარსახელი წარმოიშვა. ესაა უკვე გამქრალი ანთროპონიმი ჩქოტი. რაც შეეხება ნიკოლოზ ჯომიდავას მოსაზრებას, რომლის თანახმად ჩქოტუების გვარი წარმოიშვა მეგრული სიტყვიდან ცხოტუა, რაც ხისგან ტოტების ჩამოთლას ნიშნავს, სწორი არ უნდა იყოს.. როგორც უკვე აღინიშნა, ჩქოტუების ძველი, ფეოდალური გვარი არის ჩქოტოძე. უძველესი საბუთი, სადაც ეს გვარსახელია მოხსენიებული XV საუკუნის დამდეგს მოქარგული ერთი ომფორის წარწერაა, რომელიც წარმოადგენს ჯასია ჩქოტოძისა და მისი თანამეცხედრის - ათაბაგის ასულ გულდანის სახვეწურს. ის გარემოება, რომ ჯასია ჩხოტოძეს (ჩქოტუას) ცოლად ყოლია სამცხის ათაბაგის ასული, ცხადყოფს, რომ ჩქოტუები დიდი თავადები იყვნენ.. ისტორიკოსის და მკვლევარის აბესალომ ტუღუშის გამოუქვეყნებელი მასალების მიხედვით მომზადებული რუბრიკა "გვარის ისტორია" შეგიძლიათ მოისმინოთ ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს 8.05-ზე რადიო „ათინათის“ ეთერში რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
გვარის ისტორია - ჟვანია
Radio Atinati
გვარის ისტორია - ჯიქია
Radio Atinati
გვარის ისტორია - ნორაკიძე
Radio Atinati
გვარის ისტორია - ქარდავა
Radio Atinati
გვარის ისტორია - კვაშილავა
Radio Atinati
გვარის ისტორია - ალანია
Radio Atinati
გვარის ისტორია - მიქაძე
Radio Atinati
გვარის ისტორია - მარხულია
Radio Atinati