სამხატვრო აკადემიის სტუდენტების იტალიაში ვიზიტის შეჯამება

03/24/2014
culturegovge culturegovge-ის მიერ

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ფლორენციაში, საერთაშორისო უორქშოპზე იმყოფებოდა სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტების 12 კაციანი ჯგუფი, 24 მარტს გაიმართა ვიზიტის შემაჯამებელი შეხვედრა
ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი გიორგი გეგეჭკორი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი თინათინ კლდიაშვილი, მოწვეული სტუმრები.
აკადემიის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო საგამოფენო პროექტში -„მსოფლიო ხელოვნების სკოლები - კულტურული მემკვიდრეობა და თანამედროვე ხელოვნება\". პროექტის ფარგლებში გამოიფინა ქართველი სტუდენტების ნამუშევრები სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლების ნახატებთან ერთად. სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა ასევე მოამზადეს პრეზენტაცია საქართველოს და ქართული მხატვრული ტრადიციების შესახებ.
სამხატვრო აკადემია უკვე რამდენიმე წელია თანამშრომლობს ფლორენციის რომუალდო დელ ბიანკოს ფონდთან, რომელიც ფლორენციაში საერთაშორისო სემინარებს, უორქშოპებსა და სხვადასხვა ღონიძებებს მასპინძლობს.

http://www.culture.gov.ge/
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან