სტრასბურგის ვერდიქტი და ევროპარლამენტის რეზოლუცია


აკაკი ოჩიგავას სარჩელზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არგუმენტები კიდევ უფრო გაუმყარა.

მმართველი გუნდი ახლა სწორედ დღევანდელ დადგენილებას უპირისპირებს ევროპარლამენტის ბოლო ცნობილ რეზოლუციას, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე რამდენიმე საათით ადრე მიიღეს და რომელშიც მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა ბიძინა ივანიშვილის პერსონალურ ვენდეტად გამოაცხადეს. რეზოლუციის ერთ-ერთ მოთხოვნას, ანუ ჰუმანიტარული საფუძვლით სააკაშვილის უცხოეთის კლინიკაში გადაყვანას „ქართული ოცნება“ თვითდაზიანების არგუმენტით კატეგორიულად გამორიცხავს. სამართლებრივ ნაწილზე საუბრისას კი ოპონენტებს სანდრო გირგვლიანის საქმეს ახსენებს, რომელზეც ექს-პრეზიდენტს განაჩენი უკვე გამოტანილი აქვს და რომელზეც თავის დროზე ქვეყნის მაშინდელი პრეზიდენტის პასუხისმგებლობა სტრასბურგის სასამართლომაც დაინახა. დღეს გაირკვა, რომ სასჯელის არ გადავადებაზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააკაშვილის ადვოკატები სტრასბურგში ამ ეტაპზე აღარ გაასაჩივრებენ. სანამ დაცვის მხარე დაცვის ახალ სტრატეგიაზე მუშაობს, პოლიტიკურ სპექტრში სულ უფრო აქტუალობას იძენს შეკითხვა - მოახდენს თუ არა ექს-პრეზიდენტის პატიმრობა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გავლენას, რის შესახებ ევროპარლამენტმა ქვეყანა 577 ხმით მიღებული რეზოლუციით უკვე გააფრთხილა. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან