#მოამბე 21 საათზე, 17 თებერვალი, 2023 #LIVE

17.02.2023 01:03:50

• ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ აკაკი ოჩიგავას წამება პატიმრებისადმი სისტემური ძალადობის პერიოდში იყო ჩადენილი - 2011-2012 წლებში გლდანის ციხეში სასტიკად ნაწამები პატიმრის საქმე და სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტი სისტემურ ძალადობას • სტრასბურგის სასამართლო ციხეებში პატიმრების მიმართ სისტემურ ძალადობაზე მიუთითებს, ევროპარლამენტის რეზოლუცია კი სააკაშვილის პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს - ორი უმაღლესი ევროპული ინსტანციის რადიკალურად განსხვავებული ვერდიქტი და მტკიცებულებები პოლიტიკური გადაწყვეტილებების პირისპირ • მიუნხენის 59-ე კონფერენციაზე მსოფლიო ლიდერები უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი წლის თავზე უსაფრთხოების გარემოზე საუბრობენ - მთავარი გამოწვევები, დასავლეთის გზავნილები და საქართველოს პრემიერის დღის წესრიგი • მსოფლიო ჩემპიონატის გახსნა ბაკურიანში და მზადება ოფიციალური ღონისძიებისთვის - დასავლური სტანდარტის ინფრასტრუქტურა, ასპარეზობა შვიდ სახეობაში და შეჯიბრებებში მონაწილე 700-ზე მეტი სპორტსმენი 42 ქვეყნიდან ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: