www.Mtisambebi.ge - „ამღის გადარჩენა და რეაბილიტაცია არხოტის ხეობის გადარჩენას ნიშნავს. შემოსევის დროს პირველი ამღა ასკდებოდა მტერს, უხვდებოდა და პირველობდა ეგ სოფელი. ამღის აღდგენა, პირდაპირ ვიტყვი, ამ კუთხის შენარჩუნებაცაა, თორემ აქ თუ მოსახლეობა არ იქნა, საზღვრისპირა კუთხეა და ბევრი რამ შეიძლება დავკარგოთ. ამას მილიონები არ სჭირდება. ამღა უნდა გადავარჩინოთ“, - არხოტის ხეობის სოფელ ახიელში მცხოვრები შიო ოჩიაური შემოუერთდა კამპანიას #გადავარჩინოთამღა.