თეა წულუკიანი გადაცემაში „იმედი LIVE“

▪„წარმოიდგინეთ, 2006 წელს, თბილისის ისტორიის მუზეუმში მოიშალა თბილისის ისტორიის გამოფენა - ახლა გვაქვს კონსენსუსი, რომ ძველი დასახლებების პერიოდიდან, დამოუკიდებლობის აღდგენის დღემდე, ჩვენ მასშტაბურ გამოფენას აღვადგენთ“ ▪„„ქართული ოცნება“ არის პირველი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის დროსაც, ევროპულ გზაზე ყველაზე მეტი წარმატებაა მიღწეული“ ▪„ვინც ამბობს, რომ გვარამიას საქმეში არ არის სისხლის სამართლის დანაშაული, ის ხალხია, ვინც ამბობდა, თითქოს ბაჩო ახალაია მხოლოდ ვაშლს თლიდა და რომ მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტი იყო და პიჯაკი ხომ უნდა ჰქონოდა? ამით ხდებოდა სერიოზული ფაბულების გაუბრალოება“ ▪„ხალხი, რომელიც ამბობდა, რომ სახელმწიფოს დამოუკიდებელი სიტყვის გაუქმება სურს, ახლა ამბობს, რომ გვარამიას არ მიუტაცებია მიტაცებულ „რუსთავი 2“-ში კომპანიის კუთვნილი თანხები პირადი ინტერესების სასარგებლოდ​ - საუბარია არა მხოლოდ მანქანის, არამედ ქონებრივი უფლებების დათმობაზე „რუსთავი 2-ის“ საზიანოდ და საკუთარი კომპანიის სასარგებლოდ, რაც დაახლოებით 7 მილიონ ლარამდეა“ ▪„„ნაცმოძრაობა“ ცდილობს, მოგვყიდოს უცხოელთა პატარა ჯგუფი, თითქოს ეს ხალხი არის ნამდვილი ევროპა და დასავლეთი“ ▪„ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი ყოველთვის გადიოდა ქართველ ხალხზე და არა რომელიმე მთავრობაზე, ან რომელიმე ოპოზიციურ პარტიაზე“ ▪თეა წულუკიანი გადაცემაში „იმედი LIVE“ ეწვიეთ ტელეკომპანია "იმედის" ოფიციალურ საიტს https://www.imedi.ge/ge/shows/63/dilis-shou გადაცემის ოფიციალური Facebook გვერდი https://www.facebook.com/dilisshow/ © Teleimedi LLC 2022

მსგავსი ვიდეოები