დაიანა სკრივენერი \u0026 ნატალია ჯუღელი "PS"-ში Diana Scrivener \u0026 Natalia Jugheli
თბილისს, ლონდონის მუსიკისა და დრამის აკადემიის "ლამდას" (LAMDA) ისტორიული ცეკვის პედაგოგი, დაიანა სკრივენერი ესტუმრა. ის დამდგმელი ქორეოგრაფია ისეთი ფილმებისა და სერიალების, როგორიც არის : „დაუნტონის სააბატო“, „ომი და მშვიდობა“, „შერლოკ ჰოლმსი“ და სხვა. მას ასევე ნამუშევარი აქვს ისეთ რეჟისორებთან, როგორებიც არიან მარტინ სკორსეზე, გაი რიჩი, რიდლი სკოტი... შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ ნატალია ჯუღელს, რომელიც „ლამდა“-ში სწავლობდა, სწავლის დამთავრების შემდეგ, დაუკავშირდა დაიანა სკრივენერი და საქართველოში უორქშოფის ჩატარების სურვილი გამოთქვა. ამ ქალბატონის საქართველოში ჩამოსვლა კომპანია „სარაჯიშვილისა“ და სასტუმრო „რუმსის“ დახმარებით გახდა შესაძლებელი. უორქშოფები გაიმართა გრიბოედოვის თეატრის დიდ სცენაზე, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტისა და კონსერვატორიის სოლო აკადემიური სიმღერის 47 სტუდენტთან. თეატრალური უნივერსიტეტიდან ოცდასამმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. მათ 3 დღის განმავლობაში უტარდებოდათ უორქშოფი ისტორიულ ცეკვაში - რენესანსი, შუა საუკუნეები, ინგლისური ცეკვები და ა.შ. დაიანა ასევე დაესწრო სუხიშვილების რეპეტიციას და ნახა სხვა ღირშესანიშნაობები. ესტუმრა თბილისის ოპერის სახელმწიფო თეატრს, სადაც მისი ვიზიტის შემაჯამებელი, სოციალური ცეკვის საღამო გაიმართა. © რუსთავი2, გადაცემიდან PS. - http://rustavi2.ge/ka/video/24156?v=2 Diana Scrivener - a specialist in the choreography and interpretation of early dance forms in LAMDA (London Academy of Music \u0026 Dramatic Art),
TAFU EDU-ის სხვა ვიდეოები
თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ეტიუდებ...
რეჟისორი გიორგი შალუტაშვილი პოლონეთში ჩატარებული მ...
HB STUDIO-ს პროგრამების დირექტორის ქეროლ როზენფელდ...
ალბერ სერას ვიზიტი საქართველოში/“ავანსცენა“/რადიო...
01:01:44
საინფორმაციო ონლაინ შეხვედრა 2020-2021 სასწავლო წლ...
11:29
რეჟისორი გიორგი შალუტაშვილი - თეატრისა და კინოს უნ...
02:08
მაია მიქაბერიძე - ღონისძიება თეატრისა და კინოს სახ...
05:54
კობა კალანდაძის მასტერკლასი საგუნდო არანჟირებაში -...
მსგავსი ვიდეოები
გაბუნიას გინება პუტინს და ვითარება „რუსთავი2“-თან
Tv Kavkasia
შუა ქალაქში - დათო ცუდადაა
კომედი tv
რა გავლენას ახდენს პანდემია კვებით ქცევებზე და ჩვევებზე?
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვთამაშობთ ოქრო ბიჭებთან , პირდაპიდი გაგებით -_- VALORANT Com...
რუსეთის ჯარის ტექნიკური პრობლემები
ამერიკის ხმა
წითელი პირბადე და შარვალი
My name is jeff
Св Иоанн Златоуст - Беседы на Евангелие от Иоанна Богослова...
GANATLEBA TV
ინტერნეტ ტელევიზია ,,ინკოგნიტოს,, საიტის ჟურნალისტი ნინი ესე...
merab gegechkori