საპროტესტო აქცია პარლამენტთან

04.09.2019 04:58

განახლდა პარლამენტთან მიმდინარე აქცია.

მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციას ცალკეული ოპოზიციური პარტიებიც შეუერთდნენ. მოთხოვნა უცვლელია: საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილები განმარტავენ, რომ არ დაიშლებიან მანამდე, სანამ ხელისუფლება პრემიერ-მინისტრის პოსტზე კანდიდატურას არ შეცვლის.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან საპროტესტო აქციები შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ დაიწყო. გუშინ დაანონსებული სამთავრობო ცვლილებების შემდეგ კი საპროტესტო მუხტი კიდევ უფრო გამწვავდა. 

ნოდარ ჩაჩუა აშუქებს პარლამენტთან მიმდინარე აქციას.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
SkillHub