საპროტესტო აქცია პარლამენტთან


გვიან ღამით დასრულდა საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობასთან - „არა რუსეთს!“ ამ ლოზუნგით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, აქტივისტებთან და მოქალაქეებთან ერთად, საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბნენ. დემონსტრაციის მონაწილეები რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების განახლებასა და მოსკოვიდან თბილისში პირველი რეისის შესრულებას აპროტესტებდნენ.

აქციის მონაწილეები ოთხი წლის წინ რუსეთის მიერ გაუქმებული ავიარეისების აღდგენას, ევროინტეგრაციისა და კანდიდატის სტატუსისკენ მიმავალ გზაზე საფრთხის შემცველად მიიჩნევენ და ხელისუფლებას რეისების განახლებაზე თანხმობის გაუქმებისკენ მოუწოდებენ.

შეგახსენებთ, რომ აქცია გაიმართა გუშინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტშიც, სადაც ავიაკომპანია „აზიმუტმა“ მოსკოვიდან პირდაპირი რეისი შეასრულა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან