საოკუპაციო რეჟიმმა სადემარკაციო სამუშაოები განაახლა

26.01.2019 01:13

საოკუპაციო რეჟიმმა სადემარკაციო სამუშაოები განაახლა. სოფელ ხურვალეთის საოკუპაციო ზოლს, რომელზეც რუსმა სამხედროებმა მავთულხლართები რამდენიმე წლის წინ გაავლეს, ახალი რკინის მავთულებით ამაგრებენ, კერძოდ სოფელი ჯუკაანთკარის მიმდებარედ. ადგილზე მცხოვრებ ბატონისაშვილების ოჯახს საკუთარი რკინის ღობის ნაწილი ახსნილი დახვდათ. ისინი შიშობენ, რომ ღობის ახსნას მავთულხლართების გავლებაც მოჰყვება. საკითხზე ინფორმირებულიია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომლის ინფორმაციითაც ჯუკაანთკარში უკანონოდ გავლებული ბარიერის ახალი მავთულხლართებით ჩანაცვლება 21 იანვარს დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია აქვს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასაც, ამოქმედდა ცხელი ხაზი. ქართული მხარე საკითხს ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის უახლოეს შეხვედრაზე დააყენებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ვითარება სოფელ ატოცთან
05:18

ვითარება სოფელ ატოცთან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდი ცალმხრივად ჩაკეტა
01:01

საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდი ცალმხრივად ჩაკეტა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საოკუპაციო რეჟიმმა სოფელ დიცის მიმდებარე ტერიტორიაზე საბრძოლო მასალა ააფეთქა
00:34

საოკუპაციო რეჟიმმა სოფელ დიცის მიმდებარე ტერიტორიაზე საბრძოლ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საოკუპაციო რეჟიმმა ზაზა გახელაძეს 12 წელი და ექვსი თვე მიუსაჯა
08:21

საოკუპაციო რეჟიმმა ზაზა გახელაძეს 12 წელი და ექვსი თვე მიუსა...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საოკუპაციო რეჟიმმა  უკანონო ბორდერიზაცია განაახლა
01:19

საოკუპაციო რეჟიმმა უკანონო ბორდერიზაცია განაახლა

TV IMEDI

საოკუპაციო რეჟიმმა გატაცებულები გაათავისუფლა
00:28

საოკუპაციო რეჟიმმა გატაცებულები გაათავისუფლა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საოკუპაციო რეჟიმმა მოქალაქეები გაათავისუფლა
05:55

საოკუპაციო რეჟიმმა მოქალაქეები გაათავისუფლა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საოკუპაციო რეჟიმმა დაკავებული გაათავისუფლა
02:56

საოკუპაციო რეჟიმმა დაკავებული გაათავისუფლა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო