ქართული ხმები - რამ გაგაჩინა ქალაუ / Georgian Voices - Ram Gagachina Qalau


Album: Gazapkhulda, Akvavilnda Nushi
Year: 2012
Composer: V. Kurtidi
Lyricist: Public Domain
Spotify: https://spoti.fi/2U4PY6L
Amazon: https://amzn.to/3sdxWfq
Itunes: https://apple.co/3jE5W0B
Facebook: https://www.facebook.com/Qartulikhmebi
Subscribe: https://bit.ly/2U3WpqJ
©℗ GMI Rights Management
https://www.GMI.ge

ქართული ხმები — ვოკალური ანსამბლი, საქართველოს სახელმწიფოს პრემიის ლაურეატი. ცნობილი არიან რეპერტუარებით როგორიცაა : მრავალჟამიერი, მოვა მაისი, ბეჩა ყირამალა, კარგი ხარ გოგოვ, მზე შინა და მზე გარეთა, დილა მშვიდობისა რა ლამაზად თენდები და ა.შ.

მათ კოლაბორაცია ჰქონდათ არტისტებთან, როგორებიც არიან:Bobby McFerrin, ნიაზ დიასამიძე, ნატო გელაშვილი, ზვიად ბოლქვაძე , მერაბ სეფაშვილი, ნუკრი კაპანაძე, ლიზა ბაგრატიონი, ნანი ბრეგვაძე და მამუკა ჩარკვიანი.

„ქართული ხმების“ სიმღერა გამოირჩევა ეროვნული თვითმყოფობით, მაღალი პროფესიული კულტურით, თავისებური მანერით. საქართველოს ყველა კუთხის უძველესი ხალხური სიმღერების გარდა რეპერტუარშია ქართველ კომპოზიტორთა სიმღერები, რომლებიც არიან: ლილიკო ნემსაძე, ქეთი გაბისიანი,ჯუმბერ ამანათაშვილი, ზვიად ბოლქვაძე


სიმღერის ტექსტი:

რამ გაგაჩინა, ქალაუ,
ლერწმად აჭრილო წელშია?
ნეტავიმ, ხელით შემახო,
შენ რომ ვარდი გქონ მკერდშია!
ქალავ ის მიყვარს მე შენი
თავს რომ დაგკიდებ მელადა
პირდაპირ ცქერას ვერ ვბედავ
დალაჟ ცქერას ვირჩევ მწველადა
დრო - და - დრო გაგეღიმება
გულის საკლავად, ნელადა;
უხმლო ხმალს იქნევ, უხანჯლოდ
გულის გამხდარხარ მჭრელადა.
ოღონდ-კი შენთან მამყოფა, —
თუნდ ბინას დავსცდე თემთანა,
მოვკვდე შენს დაუტირებლად,
თუ შეგადარო მზესთანა!
ჯერაც ატყვია ჩემს გულსა
შენი წყლულები ჭრელადა,
ოცგანაც კიდევ რომ დამჭრა
და ვერ გაგიჩნდები ვერადა.
თუნდ სრულად გასწყდენ ვარსკვლავნი,
მზემ ტანთ ჩაიცვას შავები,
ისეც მზეობას მიზამენ
შენი ფოფინა თვალები!
რამ გაგაჩინა, ქალაუ,
ლერწმად აჭრილო წელშია?
ნეტავიმ, ხელით შემახო,
შენ რომ ვარდი გქონ მკერდშია!
ქალავ ის მიყვარს მე შენი
თავს რომ დაგკიდებ მელადა
პირდაპირ ცქერას ვერ ვბედავ
დალაჟ ცქერას ვირჩევ მწველადა
დრო - და - დრო გაგეღიმება
გულის საკლავად, ნელადა;
უხმლო ხმალს იქნევ, უხანჯლოდ
გულის გამხდარხარ მჭრელადა.





#GeorgianVoices #ქართულიხმები #Грузинскиеголоса

ვიდეოები „Georgian Voices / ქართული ხმები"-ისგან